Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზული

ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზული

04/08/2023 10:54:44 პოლიტიკა

ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა მძიმე წუთებში გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ.

„მე არ მინდა მაგ თემებზე საერთოდ კომენტარის გაკეთება, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, თქვენ შეგიძლიათ კითხოთ, აქ არიან შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც გაგცემენ კონკრეტულ პასუხებს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია. ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S