შოვში სამძებრო სამუშაოებში ჯარი ერთვება
04/08/2023 11:03:20 პოლიტიკა
შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ჯარი ერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სტიქიის რეგიონში ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეცსაშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა პრემიერმა.
ბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, ეძებენ 35-მდე დაკარგულს.
"210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები", - ამბობს ღარიბაშვილი.


