Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: სტიქიით დაზიანებული გზებისა და ხიდების აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტი: სტიქიით დაზიანებული გზებისა და ხიდების აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

04/08/2023 11:32:59 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

მიმდინარეობს გზის წმენდისა და აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობისა და სხვა ხიდების აღდგენის სამუშაოები. უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც. ადგილზე მობილიზებულია 25 ერთეული ტექნიკა, რასაც კიდევ დაემატება მძიმე ტექნიკა.

გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი(შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S