Accentnews.ge
კალაძე: თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს, თუ ამის აუცილებლობა იქნება

კალაძე: თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს, თუ ამის აუცილებლობა იქნება

04/08/2023 14:07:09 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხა,დებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური შესაძლებლობების ფარგლებში მზადაა, შოვში სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიასა და უბედურებას, რომელიც რაჭაში მოხდა. აღნიშნულმა სტიქიამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. შოვი, რომელიც ასოცირდებოდა ლამაზ ბუნებასთან, სიცოცხლესთან, სიყვარულთან, უბედურების ადგილად იქცა. აღნიშნულ სტიქიას არ აქვს სახელი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ასევე, მინდა, მივუსამძიმრო რაჭას, რაჭველებს. მართლაც უმძიმესია ადგილზე არსებული ვითარება.

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული შესაბამის ღონისძიებებში. დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ასევე ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, რათა მოქალაქეთა გადარჩენა შევძლოთ და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს. აქვე, მინდა გამოვხატო ჩვენი მზადყოფნა, მხარდაჭერა, თანადგომა. კერძოდ, დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩავერთოთ, თუ რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ მოქალაქეებს. ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S