აზერბაიჯანის სახელისუფლებო პარტიამ პარლამენტის დაშლის ინიცირება გადაწყვიტა

28-11-2019 16:53:52 კავკასია

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ „ახალმა აზერბაიჯანმა“ პარლამენტის დაშლის ინიცირება გადაწყვიტა. როგორც განიმარტა, „საკანონმდებლო ორგანოს ამჟამინდელი შემადგენლობა არ შეესაბამება" ქვეყნის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პოლიტიკას.

პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ 28 ნოემბერს გამართა სხდომა და გადაწყვიტა, პრეზიდენტს სთხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. არის მოლოდინი, რომ გადაწყვტილების მიზეზებზე პრესკონფერენციაზე დღეს ისაუბრებენ. პარლამენტის დათხოვნის საკითხს 29 ნოემბრის სხდომაზე დააყენებენ. უახლოესი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

2015 წლის არჩევნებში ალიევის პარტიამ ხმების დიდი უმრავლესობით მოიგო არჩევნები, რომელსაც ბოიკოტი ოპოზიციურმა პარტიებმა გამოუცხადეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები