Accentnews.ge
წითელი ჯვარი: სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა

წითელი ჯვარი: სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა

04/08/2023 16:12:07 რეგიონები, საზოგადოება

წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დაზარალებულებისა და მოხალისეებისთვის, მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც გართულებების თავიდან ასაცილებლად, ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა:

''ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტნაუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00 - 18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე: 032 2 501 105ან დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ წარმომადგენლებს.

599 93 11 92 - ნონა ბაკურაძე599 17 14 85 - ნატო დვალი გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხელი ხაზი იმუშავებს დღეს ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ- კვირას 9:00-21:00 -მდე'' -ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა. ოფიციალური ცნობებით, დაღუპულია 11 ადამიანი, 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S