
"ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს"
28/11/2019 12:11:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პრემიერი–მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გუშინდელ ინტერვიუში გულწრფელად უპასუხა.
"ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმს, ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ. ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები. ის მიზანი, რომელიც ჩვენ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.