პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ ჩავიდა შს მინისტრი სტიქიის ზონაში
06/08/2023 13:15:43 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ჩასულა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში.
"ვამჯობინებდი, ამ დროს უფრო ისეთი კითხვები იყოს, რომელიც საკითხთან ახლოსაა. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა არის ამაში ჩართული. კარგი იყო, რომ აქამდე არ იყო ეს კითხვა და ვფიქრობდი, რომ მოკითხული გქონდათ ეს ამბავი. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი და აქედან გამომდინარე, იგი აქ ფიზიკურად არ არის, თუმცა ყველაფერშია ჩართული", – განუცხადა სტიქიის ზონაში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაღუპულთაგან 12 პირის ვინაობა დადგენილია.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.


