Accentnews.ge
"ყველა ქვეყანაში ხდება შრომითი მიგრაცია და აქ არაფერია ისეთი, რაც არ მომხდარა"

"ყველა ქვეყანაში ხდება შრომითი მიგრაცია და აქ არაფერია ისეთი, რაც არ მომხდარა"

28/11/2019 14:21:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძის განცხადებით, ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ აქ, წავლენ და იმუშავებენ ღირსეულად.

„სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ქართველებს გვაქვს ერთი კარგი ანდაზა – კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო. ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს გუშინ, რომ მხოლოდ უცხოეთში დასაქმება იქნება მთავარი. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ ზოგი დასაქმდება გერმანიაში, ზოგი ქუთაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ ქვეყანა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს ბიზნესის გასავითარებლად, რომ აქაც მოხდეს დასაქმება, მაგრამ რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, რატომ ატყდა ეს ამბავი, ყველა ქვეყნიდან ხდება შრომითი მიგრაცია [...]. ლაპარაკია იმაზე, რომ ნაცვლად არალეგალურად წასვლისა და უღირს პირობებში ყოფნისა, სახელმწიფოთაშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ ცოდნას მიიღებენ აქ, ისწავლიან ენას, წავლენ და იმუშავებენ, როგორც ღირსეული წევრები იმ საზოგადოებაში, სადაც ჩავლენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდებიან და ეს იქნება ფაქტიურად ღირსეული შესაძლებლობა დასაქმებისა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გუგული მაღრაძემ.

დეპუტატმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანაც მიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოდის.

„ბატონო ვანო, ძალიან გთხოვთ აუდიტორიას მოვახსენოთ, რომ ყველა ქვეყანაში ხდება შრომითი მიგრაცია და აქ არაფერი არ არის ისეთი, რაც არ მომხდარა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა გავიდეს, გვინდა რომ ღირსეულ პირობებში იმუშაონ და ის საერთაშორისო სტანდარტები მუშაობდეს ჩვენგან გასულ მუშა ხელზეც, რაც არსებობს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S