Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა– შოვში განვითარებულ მოვლენებზე: ყველა სახელმწიფო უწყება იმოქმედებს კოორდინირებულად და ორკესტრირებულად იმისთვის, რომ დაფაროს ნებისმიერი დანაშაული

თინა ბოკუჩავა– შოვში განვითარებულ მოვლენებზე: ყველა სახელმწიფო უწყება იმოქმედებს კოორდინირებულად და ორკესტრირებულად იმისთვის, რომ დაფაროს ნებისმიერი დანაშაული

07/08/2023 09:05:57 პოლიტიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო უწყება იმოქმედებს კოორდინირებულად და ორკესტრირებულად იმისთვის, რომ დაფაროს ნებისმიერი დანაშაული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული პირველადი დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან განსაკუთრებით ასე სწრაფად დადებულ დასკვნაზე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება წინასწარი მოქმედების, ანუ ერთი მხრივ, რა პრევენციული ღონისძიებები ხორციელდებოდა და მეორე მხრივ, რამდენად ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ. ამაზეა საუბარი, თორემ ბუნებრივია, მაშინ როდესაც მეწყრული პროცესი ვითარდება, ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S