Accentnews.ge
შვეიცარიის საელჩო: შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს

შვეიცარიის საელჩო: შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს

07/08/2023 10:17:10 პოლიტიკა, საზოგადოება

შვეიცარიის საელჩო 3 აგვისტოს შოვში სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„შვეიცარიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შვეიცარიის დროშა საელჩოს შენობაზე დაეშვება“, – აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S