Accentnews.ge
თურქეთმა საფრანგეთის პრეზიდენტი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

თურქეთმა საფრანგეთის პრეზიდენტი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა

28/11/2019 15:40:02 სხვა, მსოფლიო

ემანუელ მაკრონი ტერორიზმს აფინანსებს, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„ის უკვე აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციებს და მუდმივად მასპინძლობს მათ ელისეის სასახლეში“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ანკარა ქურთების სამხედრო შენაერთებს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. სწორედ მათ წინააღმდეგ დაიწყო თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S