Accentnews.ge
უკრაინის ცნობით, რუსეთის მიერ დაბრუნებულ გემებს 2,3 მილიონის ზარალი აქვს მიყენებული

უკრაინის ცნობით, რუსეთის მიერ დაბრუნებულ გემებს 2,3 მილიონის ზარალი აქვს მიყენებული

28/11/2019 15:54:38 სხვა, მსოფლიო

უკრაინამ შეაფასა ზარალი, რომელიც რუსეთმა მიაყენა შარშან ქერჩის სრუტეში დაკავებულ მის სამ გემს. როგორც ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ იჰორ ლოსოვსკიმ განაცხადა, ზარალი 2,3 მილიონ დოლარს შეადგეს.  

მისივე თქმით, რუსეთის მესაზღვრეების მიერ შარშან დაკავებული გემების შეიარაღებისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება, გემებზე შეინიშნება მაროდიორობის ნიშნები.

რუსეთმა უკრაინას გემები 18 ნოემბერს დაუბრუნა. კიევმა მაშინვე გამოთქვა პროტესტი გემების მდგომარეობის თაობაზე. მათ შორის, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გემებზე უნიტაზებიც კი მოხსნილია. პასუხად რუსეთის ფსბ-მ გამოაქვეყნა გემების გადაცემის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინული მხარე პრეტენზიებს არ გამოთქვამს. ასევე ერთ-ერთ სათავსოში ჩანს თეთრი უნიტაზი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოჩაკოვში გემების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს მოსთხოვს შეიარაღებისა და აღჭურვილობის დაბრუნებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S