ჯიმ რიში: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე
07/08/2023 16:19:33 პოლიტიკა
აშშ-ს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დააბრუნოს.
აღნიშნულ განცხადებას აშშ-ს სენატორი Twitter-ზე აქვეყნებს.
„15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის ოკუპირება და აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეთა უფლებები დაარღვია. რუსეთი დღემდე განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას“, - ნათქვამია განცხადებაში.


