მილერი: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია
08/08/2023 05:45:14 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო და შეწყვიტოს ქვეყნის ოკუპაცია.
"ვფიქრობ, ნათლად გამოვხატეთ, სახელმწიფო მდივნის განცხადებაში, ის რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთი უნდა გავიდეს და შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ამ პოლიტიკის მხარდაჭერას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრანაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთვის დაწესებული სანქციები მიმართულია მისი ძალის შესამცირებლად და ეს რუსეთისთვის, მისი ქმედებებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ნაწილია.
7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. ამ დრომდე დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი. ომის შემდეგ საქართველომ კონტროლი დაკარგა ასზე მეტ ქართულ სოფელზე, რომელთა უმრავლესობა დღეს მიწასთან არის გასწორებული.
2008 წლის ომის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი.


