Accentnews.ge
გენერალი ზალუჟნი: ინიციატივა ჩვენს მხარესაა

გენერალი ზალუჟნი: ინიციატივა ჩვენს მხარესაა

08/08/2023 05:56:07 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან საუბრისას განაცხადა.

"თავდაცვასთან დაკავშირებით - ის მტკიცეა. ჩვენი ჯარისკაცები ამისთვის ყველა ღონეს ხმარობენ. რიგ მიმართულებებზე მტერი ახორციელებს აქტიურ თავდასხმის ოპერაციებს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მიმდინარე კონტრშეტევის შესახებ კომენტირებისას აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდება. "უკრაინის ჯარები ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებენ წინსვლისთვის პირობების შექმნას. ინიციატივა ჩვენს მხარესაა", - აღნიშნა მან.

მარკ მილისთან საუიბრსას ვალერი ზალუჟნიმ იარაღსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით უკრაინის არმიის ამჟამინდელი საჭიროებები განიხილა და პარტნიორებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S