Accentnews.ge
ზელენსკი: როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – გავდივართ

ზელენსკი: როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა – გავდივართ

08/08/2023 06:01:47 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი თავის ყოველდღიურ მიმართვაში გამოეხმაურა აგვისტოს ომის თემას.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინელებთან ერთად იცავს თავისუფლებას და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის.

ზელენსკის თქმით, როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ მადას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადის.

"7 აგვისტო. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უკვე 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. უკვე მაშინ რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა.როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას - ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!", - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S