Accentnews.ge
რეზერვისტები სამხედროებთან და მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ

რეზერვისტები სამხედროებთან და მაშველებთან ერთად სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ

08/08/2023 08:36:00 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები.

„წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს. ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S