
კადიროვის კრიტიკოსების ოჯახის წევრები ჩეჩნეთიდან ფრონტზე იძულებით გაგზავნეს
08/08/2023 09:27:36 კავკასია
ჩეჩნეთნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ცნობილი კრიტიკოსების – ძმებ იანგულბაევების ოთხი ნათესავი იძულებით გაგზავნეს ომში.
არსებულ ვითარებაზე ერთ-ერთმა ძმამ – აბუბაკარ იანგულბაევმა,თავის ტელეგრამ–არხზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნიან მამამისის 55 წლის ძმა საიდ-ახმედ იანგულბაევი, მეორე ძმის ორი ვაჟი და მესამე ძმის ვაჟი – ხასან იანგულბაევი. მათ მამებს სხვა ვაჟები არ ჰყავთ, გარდა ადამის, იუსუფისა და ჰასანისა. ჰასანი ახლახანს გახდა მამა, ადამსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
ახმედი და ადამი ფიგურირებენ რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში - 7 აგვისტოს მან გაავრცელა ინფორმაცია ფრონტზე "მოხალისეთა" კიდევ ერთი ჯგუფის გაგზავნის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, გადიოდა სამხედრო მომზადებას გუდერმესის ე.წ. "სპეციალური ძალების უნივერსიტეტში".
აბუბაკარ იანგულბაევმა თქვა, რომ მისი ნათესავები პოლიციამ დააკავა და გადაიყვანა „სპეციალური ძალების უნივერსიტეტში“, სადაც მათ შემთხვევაში „წვრთნა“ მხოლოდ ორ-სამ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი ჩარიცხეს ახმატის სპეცდანიშნულების რაზმში და გაგზავნეს უკრაინაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კადიროვის ტყვეობაში რჩება იანგულბაევების დედა. ოჯახი მიზანში კადიროვმა კრიტიკის შემდეგ ამოიღო.