Accentnews.ge
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

08/08/2023 12:07:55 კონფლიქტები, რეგიონები

15 წელი აგვისტოს ომიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, დაბა ადიგენში მდებარე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

გოჩა ქიმაძემ 15 წლის წინ, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენა: „საკუთარი სიცოცხლის დათმობა- ეს უდიდესი თავგანწირვაა ქვეყნის წინაშე. თითოეული მათგანი გმირია, რომელთა სახელებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. მათი თავდადება ისტორიას ემახსოვრება“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველ პირთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა , მოქალაქეებმა, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. დაბა ადიგენის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ჯარისკაცი დაიღუპა. დაბა ადიგენში სამივე გმირის სახელობის ქუჩა არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S