
ალბანეთში მიწისძვრა განმეორდა
29/11/2019 05:34:40 სხვა, მსოფლიო
28 ნოემბერს ალბანეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 4,9 მაგნიტუდის პირველი მიწისქვეშა ბიძგის ეპიცენტრი ტირანიდან 48 კილომეტრზე, ორი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, მეორე ბიძგისა, რომლის მაგნიტუდა 4 იყო, ალბანეთის დედაქალაქიდან 33 კილომეტრზე, ათი კილომეტრის სიღრმეზე.
26 ნოემბერს ალბანეთის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ტირანიდან 30 კილომეტრით იყო დაშორებული. უკანასკნელი მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 40 ადამიანი, ასობით დაშავდა. ალბანელ მაშველებს ეხმარებიან სპეციალისტები ათი ქვეყნიდან.
დღეს ალბანეთი დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ილირ მეტამ მოქალაქეებს მოუწოდა, დახმარება აღმოუჩინონ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ოჯახებს.