Accentnews.ge
პოლონეთის ელჩმა სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

პოლონეთის ელჩმა სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

08/08/2023 13:14:37 პოლიტიკა

საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა მუხათგვერდის სასაფლაოზე, სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-15 წლისთავზე, ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე, სამშობლოს დაცვისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S