ანა ფოტიგა: 2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში
08/08/2023 14:48:26 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ 2008 წლის ზაფხულში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში.
მისი თქმით, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად.
"2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებში, რუსეთმა გადაწყვიტა მის მშვიდობიან მეზობლებთან შეჭრილიყო, ვინაიდან, გრძნობდა, რომ ამის უფლება ჰქონდა. მან დასავლეთისა და მისი ინსტიტუტების სისუსტე იგრძნო და თავის ტყუილებზე პასუხად სიჩუმე გაიგონა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცნობილი სიტყვები, რომ "ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, მერე ალბათ, ბალტიის ქვეყნები და მერე, ალბათ, პოლონეთის დროც იქნებაო", ბევრის მიერ იყო ციტირებული არა როგორც გაფრთხილება, არამედ როგორც ჩვენი მხრიდან რუსოფობიის მაგალითი”, - წერს ფოტიგა სოციალურ ქსელში.


