Accentnews.ge
ენტონი ბლინკენი:  სამძიმარს ვუცხადებთ მეწყერის შედეგად დაზარალებულებს, ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით

ენტონი ბლინკენი:  სამძიმარს ვუცხადებთ მეწყერის შედეგად დაზარალებულებს, ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით

08/08/2023 18:01:36 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს.

“შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ადამიანების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად”, - წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S