Accentnews.ge
სტიქია ნორვეგიაში: რისკის ზონიდან ასობით ადამიანი გამოიყვანეს

სტიქია ნორვეგიაში: რისკის ზონიდან ასობით ადამიანი გამოიყვანეს

09/08/2023 09:42:41 მსოფლიო

ნორვეგიის სამხრეთით ძლიერი წვიმის შემდეგ წყალსაცავებში წყლის დონემ სწრაფად იმატა. დაახლოებით 1200 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა მეწყერსაშიში ტერიტორიებდან.

მედია წერს, შტორმ „ჰანსის“ დაწყებიდან მეორე დღეს მდინარეებსა და ტბებში წყლის დონე სწრაფად იმატებს, ქვეყნის სამხრეთით ასობით ადგილზე კომუნიკაციის კუთხით გარკვეული პრობლემებია.

ოსლოდან ტრონდჰეიმამდე მთავარი გზები გადაკეტილია, მოქალაქეებს ურჩევენ გადადონ მგზავრობა. მატარებლის მიმოსვლა ოსლოდან აეროპორტამდე შეჩერებულია.

გარემოს დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უახლოეს დღეებში რამდენიმე დიდ ტბასა და მდინარეში წყლის დონე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს: მოელიან, რომ კრედერენის, ტირიფიორდის, რანესფიორდისა და სპერილენის ტბებში წყალმა შესაძლოა 1-3 მეტრით იმატოს. ანალოგიური მოლოდინია ნორვეგიის ერთ-ერთ უდიდესი მდინარე დრამმენსვასსდრაგეტთან დაკავშირებითაც. მდინარის მახლობლად არსებული სახლების მფლობელებს მოუწოდებენ, მოემზადონ ნებისმიერი ცსცენარისთვის. ამასთან, მოსახლეობას სთხოვენ, არ მივიდნენ მდინარის ნაპირთან, ნუ ისარგებლებენ ხიდები, რადგან არსებულ პირობებში შესაძლოა მოულოდნელად განვითარდეს მეწყერი და გამოიწვიოს ნგრევა.

წყალდიდობის ან მეწყერის საფრთხის გამო რისკის ქვეშ არსებული ზონებიდან ევაკუირებული ადამიანების რაოდენობამ 1200 ადამიანს მიაღწია. სოფელ ჰემსედალის მიდამოში, ოსლოსა და ბერგენს შორის მთებში, მთლიანად დაიტბორა სანაპირო ბანაკი.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის სამხრეთით შტორმის მოახლოებამდე საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა, რაც ძალზე იშვიათად ხდება. უამინდობის პირველ დღესვე გაუქმდა რამდენიმე რეისი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S