Accentnews.ge
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებებთან დაკავშირებით

29/11/2019 07:22:50 სხვა, სამართალი, რეკლამა

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საჯაროდ პრეტენზიები გამოთქვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერებთან დაკავშირებით. მოცემული ადვოკატი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის კონკურენტი კომპანიის ადვოკატია და არა - სატენდერო პროცედურების მკვლევარი არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც მან გუშინ განაცხადა. ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციები არასერიოზულია, არ ემყარება ფაქტებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კვებითი მომსახურების ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა სამჯერ. 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული SPA190002814  და 2019 წლის 30 აგვისტოს განმეორებით გამოცხადებული NAT190017277 ელ.ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ვინაიდან მასში მონაწილე პრეტენდენტების (პირველ შემთხვევაში, შპს „ილი ჯგუფი“ და შპს „ელფი“, ხოლო მეორე შემთხვევაში - შპს „ილი ჯგუფი“)ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები. მესამედ ტენდერი გამოცხადდა 2019 წლის 7 ოქტომბერს და ტენდერში გაიმარჯვა შპს „ილი ჯგუფმა“, ვინაიდან იგი სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

რაც შეეხება ადვოკატის ბრალდებებს

ბრალდება N1 - ადვოკატი აცხადებს, რომ 2019 წლის 22 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული კვებითი მომსახურების ტენდერში (რომელიც უშედეგოდ დასრულდა) მონაწილე კომპანია „ილი ჯგუფს“ წარმოდგენილი ჰქონდა ყალბი ხელშეკრულება უკრაინიდან ერთ-ერთი პროდუქტის, კერძოდ, რძის პროდუქტის მოწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის მიეწოდა სატენდერო კომისიას, თუმცა კომისიამ ამაზე არ იმსჯელა.

 პასუხი: 2019 წლის 22 მაისს გამოცხადებული ტენდერი მოცემული საფუძვლით  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში  გასაჩივრდა სწორედ ადვოკატ ხაჭაპურიძის კლიენტი კომპანიის მიერ. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავების განხილვის საბჭოს მიერ სატენდერო კომისიას დაევალა აღნიშნულ საკითხზე ემსჯელა. სატენდერო კომისიამ განახორციელა კანონმდებლობით ნებადართული ქმედება - მოიძია და გადაამოწმა დოკუმენტაცია საბჭოს დავალების შესაბამისად, იმსჯელა საჩივარში და დავების საბჭოს გადაწყვეტილებაში დასმულ ყველა სადავო საკითხზე, რაც ასახულია სატენდერო კომისიის ოქმებში (ოქმები საჯაროა). დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად პრეტენდენტი კომპანიის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა არ დადასტურდა.

სირცუეა ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის სულ რამდენიმე დღეა სწავლობს კვებითი მომსახურების ტენდერის საკითხს, როგორც ორგანიზაციის „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელი.სინამდვილეში შალვა ხაჭაპურიძე კვებითი მომსახურების ტენდერის თაობაზე დიდი ხანია ინფორმირებულია, რადგან იგი, როგორც 22 მაისის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის,  შპს „ელფის“ წარმომადგენელი დავების განხილვის საბჭოს სხდომებში ჩართული იყო 2019 წლის ივლისიდან.

 ბრალდება N2 ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მესამედ (2019 წლის 7 ოქტომბერს)  გამოცხადებულ ტენდერში კვებითი მომსახურების  გამარჯვებული კომპანია „ილი ჯგუფის“ პარტნიორი შპს „ათინათი“ არ არის რძის პროდუქტის, კერძოდ კარაქის მწარმოებელი, რაც ტენდერის პირობების დარღვევაა.

პასუხი: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2019 წლის 7 ოქტომბერს   გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში #NAT190019366, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლ(ებ)ის შესახებ. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ასევე პრეტენდენტსა და მისაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას/ებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შპს „ილი ჯგუფი“-ს მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიასთან შპს „ათინათი“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის დანართი N1-ის და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის (საკვები პროდუქტების სტანდარტები) შესაბამისად, შპს „ათინათი“ აწვდის შპს „ილი ჯგუფი“-ს შემდეგ პროდუქციას; ყველი (იმერული), კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე სასმელი, შესქელებული რძე, კეფირი, ნაღები (დიეტური).

ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტმა წარმოადგინა შპს „ათინათის“ სახელზე გაცემული სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ მინიჭებული აღიარების დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ათინათი“-ს ეკონომიკური საქმიანობის სახე/სახეებია რძის გადამუშავება და ყველის წარმოება (რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კეფირი, ნაღები, შესქელებული რძე). ამასთან, სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს მიერ 22.11.2019 წ. გაცემული წერილით დასტურდება, რომ შპს „ათინათი“ აწარმოებს 82.5%-იან კარაქს, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს შპს „ათინათი“ არ არის მწარმოებელი, უსაფუძვლოა. 

 ბრალდება N3: ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით 72%-იანი კარაქი საქართველოში არ არსებობს. საუბარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო პირობაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S