Accentnews.ge
რუსი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ისტორიის ახალი სახელმძღვანელო უკრაინაში ომზე რუსეთის პროპაგანდას მოიცავს

რუსი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ისტორიის ახალი სახელმძღვანელო უკრაინაში ომზე რუსეთის პროპაგანდას მოიცავს

09/08/2023 10:07:18 მსოფლიო

რუსეთში დაიბეჭდა საშუალო სკოლების ბოლო კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც უკრაინაში ომის თაობაზე რუსეთის პროპაგანდას მოიცავს.

სახელმძღვანელოში სრულად გადაწერილია ისტორია 1970-დან 2000 წლამდე, შემცირებულია ზოგადი ისტორიის ნაწილი და გაზრდილია მონაკვეთები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის შესახებ.

უკრაინაში ომის შესახებ დაწერილი თავის 17 აბზაცი მოიცავს რუსეთის პროპაგანდას. კერძოდ, ნათქვამია, რომ ომით მთავარი მოსარგებლე არის აშშ. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები სახელმძღვანელოში აღწერილია რუსეთის "ახალ რეგიონებად".

ახალი სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამაში 1 სექტემბრიდან მოხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S