Accentnews.ge
ირანი აცხადებს, რომ ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგია მოიპოვა

ირანი აცხადებს, რომ ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების ტექნოლოგია მოიპოვა

09/08/2023 10:36:32 მსოფლიო

ირანი ამტკიცებს, რომ მიიღო ტექნოლოგია ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის შესაქმნელად, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია,– იუწყება სახელმწიფო სააგენტო Tasnim.

განცხადება გაკეთდა სპარსეთის ყურეში შეერთებულ შტატებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე და მის შემდეგ, რაც ირანმა გასულ კვირას წარადგინა ახალი ხომალდები, რომლებიც აღჭურვილია 600 კმ–ზე მოქმედი რაკეტებით.

„ეს რაკეტა, რომელიც ირანული წარმოების ფრთოსანი რაკეტების ახალ თაობას წარმოადგენს, ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და გახდება ახალი თავი ირანის თავდაცვით ძალაში“, - აღნიშნა სააგენტომ.

აპრილში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი, რუსეთი და ირანი აწარმოებენ ფარულ მოლაპარაკებებს თეირანისთვის ძირითადი ქიმიური შენაერთის მისაწოდებლად, რომელიც გამოიყენება ბალისტიკური რაკეტების მოქმედებაში მოსაყვანად.

მედია ასევე წერდა, რომ მოსკოვმა და თეირანმა შეთანხმებას მიაღწიეს ურანთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S