Accentnews.ge
ომი, როგორც სასჯელი – მოსკოვი საკუთარი მოქალაქეებისთვის ახალ ცინიკურ მეთოდს ნერგავს

ომი, როგორც სასჯელი – მოსკოვი საკუთარი მოქალაქეებისთვის ახალ ცინიკურ მეთოდს ნერგავს

09/08/2023 12:31:53 მსოფლიო

რუსეთის მიერ ფრონტზე მსჯავრდებულების გაგზავნის პრაქტიკა სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებიდან მალევე დაინერგა, თუმცა ახლა როგორც ჩანს განცდილი დანაკარგების შესავსებად ახალ მიდგომას მიმართავენ – კანონდამრღვევების საპატიმროს ნაცვლას საბრძოლო მოქმედებების ზონაში იძულებით გაგზავნის. რუსული პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ ადამიანი სრულიად უწყინარი მიზეზითაც შეიძლება, აღმოჩნდეს ძალოვანების ყურადღების ცენტრში.

რუსულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა ტრანსბაიკალიას გუბერნატორის ალექსეი ოსიპოვის მიერ რამდენიმე ვიდეოს გამოქვეყნებაზე, რომელშიც შენიღბული შეიარაღებული პირები ითხოვენ, პირები, რომელიც ომიდან კიდურების გარეშე დაბრუნებული კაცის ცემაში არიან ეჭვმიტანილნი, ომში გაგზავნონ.

„ისინი სასწრაფოდ უნდა გაგზავნონ „წითელ ზონაში“. მათ საკუთარ ტყავზე უნდა იგრძნონ ის, რასაც აქ მყოფი ბიჭები გრძნობენ“,– ისმის ერთ–ერთ ვიდეოჩანაწერში.

ადგილობრივმა მედიამ დაზარალებულს თავდაპირველად ჯარისკაცი უწოდა, მაგრამ შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის იყო "ვაგნერის" დაქირავებული. ამან ხელი არ შეუშალა პოლიციას, საქმე აღეძრა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების, არამედ „ჯარის დისკრედიტაციის“ მუხლითაც მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ხელმძღვანელის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში უსაფრთხოების ძალების მიმართაც ისმის მუქარა.

მედია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანების ომში გაგზავნით დასჯის გზას უკვე მიმართავს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი. მაგალითად, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კადიროვის ცნობილი კრიტიკოსების – ძმებ იანგულბაევების ოთხი ნათესავი იძულებით გაგზავნეს ომში. არსებულ ვითარებაზე ერთ-ერთმა ძმამ – აბუბაკარ იანგულბაევმა თავის ტელეგრამ–არხზე ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინაში ფრონტზე გაგზავნიან მამამისის 55 წლის ძმა საიდ-ახმედ იანგულბაევი, მეორე ძმის ორი ვაჟი და მესამე ძმის ვაჟი – ხასან იანგულბაევი. მათ მამებს სხვა ვაჟები არ ჰყავთ, გარდა ადამის, იუსუფისა და ჰასანისა. ჰასანი ახლახანს გახდა მამა, ადამსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

აბუბაკარ იანგულბაევმა თქვა, რომ მისი ნათესავები პოლიციამ დააკავა და გადაიყვანა „სპეციალური ძალების უნივერსიტეტში“, სადაც მათ შემთხვევაში „წვრთნა“ მხოლოდ ორ-სამ დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი ჩარიცხეს "ახმატის" სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში და გაგზავნეს უკრაინაში.

უფლებადამცველებიც მიუთითებენ, რომ ფრონტზე იძულებით გაგზავნის შესახებ განცხადებები სულ უფრო და უფრო ხშირად მისდით სხვადასხვა წყაროებიდან.

„არასასურველი ადამიანების ომში გაგზავნის პრაქტიკა გავრცელებულია. ეს ეხება როგორც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, ასევე ლგბტქ+ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სხვა ბრალდებებით, მათ შორის ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ქურდობისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის. ზოგადად, ნებისმიერ დაკავებულს ემუქრება ომში გაგზავნის რისკი“,– აცხადებენ ორგანიზაცია "სკ SOS"–ში და დასძენენ, რომ თუ დაკავებულებს აქვთ იმედი, რომ გარკვეული ვადის შემდეგ აღმოჩნდებიან თავისუფლებაზე, ომში იძულებითი მონაწილეობა დროში განუსაზღვრელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S