Accentnews.ge
ლიეტუვამ რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა

ლიეტუვამ რუსეთის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა

09/08/2023 13:13:09 მსოფლიო

9 აგვისტოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი და გადასცეს ნოტა, რომელშიც გამოხატეს მწვავე პროტესტი რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მიმართ მოსკოვში ლიეტუვას დიპლომატიური მისიის კულტურული ცენტრის – იურგის ბალტრუშაიტის სახლის მიმართ.

9 აგვისტოს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფედერალურმა სააგენტომ ბალტრუშაიტის სახლში შესვლა შეზღუდა.

შეხვედრისას რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს შეახსენეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენცია, რომელიც შემდეგს ითვალისწინებს: შენობა-ნაგებობები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყნის მისიები თავიანთ საქმიანობაში იყენებენ, ხელშეუხებელია. მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ შენობებში ვერ შედიან მისიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

ვენის კონვენციის თანახმად, მასპინძელი სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას მისიის შენობა ყოველგვარი შეჭრისა და დაზიანებისგან და თავიდან აიცილოს მისიის სიმშვიდის ყოველგვარი დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას რუსეთში ელჩი არ ჰყავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწია და რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება გასული წლის აპრილში, კიევის რეგიონში რუსული სისასტიკის გამოვლენის შემდეგ უბრძანა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აზრს ვერ ხედავს იმაში, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის ელჩები მუშაობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S