Accentnews.ge
ორი რეალობა: წალენჯიხის მერია მდინარის დაგუბების შესახებ იუწყება, სამხარეო ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ საფრთხის დონე დაბალია

ორი რეალობა: წალენჯიხის მერია მდინარის დაგუბების შესახებ იუწყება, სამხარეო ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ საფრთხის დონე დაბალია

09/08/2023 18:43:47 რეგიონები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა.

წალენჯიხის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება, ხოლო ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც მერიაში აცხადებენ, მათ მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმირება, რათა მოხდეს დროული რეაგირება.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განახლება

სამხარეო ადმინისტრაცია კი იუწყება, რომ მდინარე ტებეს ხეობაში გეოლოგები იმყოფებოდნენ და სპეციალისტების პირველადი განმარტებით, ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია.

სახელმწიფო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, "მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის დამეწყრილი კალაპოტი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს, შეფასდა სიტუაცია. მზადდება ოფიციალური დასკვნა. სპეციალისტების განმარტებით ამ დროისთვის საფრთხის დონე დაბალია".

"მომხდარზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართო. სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გავრცელების მეორე დღესვე ავიდნენ ხეობაში",– დასძენენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S