Accentnews.ge
"თქვენს სიტყვას შეიძლება, ესკალაცია მოჰყოლოდა და გაგარიდეთო"

"თქვენს სიტყვას შეიძლება, ესკალაცია მოჰყოლოდა და გაგარიდეთო"

29/11/2019 08:13:34 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე დაბრუნების შემდეგ განმარტა, როგორ მოხდა მისი ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა. 

"არ ვიცი, გზაში განმარტება გააკეთეს, ვინაიდან თქვენ ერთ–ერთი ლიდერის ბრძანდებით, თქვენს სიტყვას შეიძლება, ესკალაცია მოჰყოლოდა და გაგარიდეთო. შევუერთდები ისევ ჩვენს დემონსტრაციას. უბრალოდ გამოვიცვლი. ისე აღმოჩნდა, რომ ყველა ჯიბე მოხეული მაქვს. რაც შეეხება თავად ზომას, აბსოლუტურად არაფრისმაქნისი ზომებით არიან დაკავებული. რა მნიშვნელობა აქვს, ვის დააკავებენ. თუ ამისთანა მზაკვრობა გავა, მაშინ გავა ყველაფერი. ამიტომ, დაკავება იქნება, მარსზე გაფრენა, თუ განრიდება, არაფერი გამოვა ამით",– განაცხადა განრიდების შემდეგ გიგი უგულავამ, რომელიც აქციაზე ტაქსით დაბრუნდა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S