Accentnews.ge
20 ივნისს დაზარალებული: „მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე"

20 ივნისს დაზარალებული: „მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე"

09/08/2023 20:04:30 საზოგადოება

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს დაზარალებულის გიორგი სულაშვილის განცხადებით, მას სასამართლომ უარი უთხრა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე.

სულაშვილის ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა 2023 წლის 8 აგვისტოს მიიღო.

„[მოსამართლემ] არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს, იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს,რადგან ზემოხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალისწინებული. 31 წლის ასაკში 60 წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის! მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის", - წერს ის სოციალურ ქსელში.", - დაწერა სოციალურ ასელ „ფეისბუქში", პირად გვერდზე გიორგი სულაშვილმა.

მან სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზეც გაამახვილა ყურადღება:

„მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე - საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება".

სულაშვილმა ჩამოთვალა ის დაზიანებები, რომლებიც ე.წ. გავრილოვის ღამეს მიიღო:

„ზოგს ჰგონია რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს). ეს რომ მოხდა 27 წლის გახლდით. ვიყავი 20 ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამენტში შტურმით ან ძალადობრივი ძალით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მე, გიორგი სულაშვილი ვიყავი მშვიდობიანი დემონსტრანტი. ჩემ მიმართ გამოყენებული ძალა, მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით, ვერ იქნებოდა ვერც პროპორციული და ვერც ლეგიტიმური.

მე პოლიციელებმა მესროლეს „რეზინის ტყვია" სახეში, რის შედეგადაც მივიღე შემდეგი დაზიანებები:

ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები,დაჩირქება და ინფექციათვალის კაკლის მოწყვეტა, თვალის კაკლის დეგენერაცია, მეორე თვალში მხედველობის გაუარესება".

ის ამბობს, რომ პირველი ოპერაცია 2019 წლის 21 ივნისს ჩუტარდა და მას შემდეგ 5-ზე მეტი კომბინირებული ოპერაცია ჩაიტარა:

„ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს, ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება;ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად (რომელსაც პროთეზი უნდა დაეჭირა);ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა ეს ოპერაცია 2-ჯერ ჩამიტარდა - ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში რომ პროთეზი დაეჭირა;ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია (რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის შექმნა (არც ეგ მქონდა)".

სულაშვილი სამედიცინო დოკუმენტებსა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით წერს, მიღებული დაზიანებების შედეგებზე:

„ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა, მეორე თვალის მხედველობის გაუარესება, პერმანენტული თავის ტკივილი, კიდურების, სახსრების ტკივილი, ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტობრივად არ მძინავს, მუდმივი დაღლილობა, ენერგიის არ ქონა, კონცენტრაციის დაკარგვა, მეხსიერების პრობლემები, შრომის უნარიანობის დაკარგვა, წონის მატება 40კგ, ექიმმა ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა".

მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, „რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა (ეს ყველაფერი მოსამართლეს ჰქონდა)".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S