
„ვიმედოვნებთ, დეკემბერში თბილისში რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებები ინციდენტების გარეშე ჩაივლის“
29/11/2019 08:39:43 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.
“მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, რაც რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ვიმედოვნებთ, საქართველოში დეკემბრისთვის დაგეგმილი კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, –განაცხადა კარასინმა „რია-ნოვოსტისთან" საუბრისას.
ცნობისთვის: 5-თვიანი შესვენების შემდეგ 28 ნოემბერს პრაში რუსეთის აწ უკვე ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი (მანამდე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვდა. ბოლოს ისინი ივნისის ცნობილ მოვლენებამდე (ე.წ. გავრილოვის ღამე და შემდგომი საპროტესტო აქციები) შეხვდნენ, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესება მოჰყვა.
შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ასევე: პრაღის შეხვედრის შემდეგ კარასინმა გაფრინდაშვილის გათავისუფლების სავარაუდო ვადები დააკონკრეტა
„ფრენების საკითხი კარასინმა წამოაყენა და განაცხადა, რომ მოსკოვში ამაზე ფიქრობენ"