პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს
10/08/2023 08:04:36 პოლიტიკა
პარლამენტში ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეობა პარტიული სიით ქეთევან ჩარკვიანს უწევს.
ქეთევან ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 84-ე ადგილზეა.
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. მას საშემოდგომო სესიაზე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.


