Accentnews.ge
უკრაინა კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს

უკრაინა კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს

10/08/2023 10:48:50 მსოფლიო

უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაციას იწყებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის ინტენსივობის გაზრდის გამო მიიღეს.

კუპიანსკის სამხედრო ადმინისტრაციამ ასევე გამოაქვეყნა საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს ევაკუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ბოლო დღეებში კუპიანსკის რაიონში დასახლებების დაბომბვა გააქტიურდა. ხუთშაბათს ღამით კუპიანსკის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქალაქის საბჭოს შენობა და საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 6 აგვისტოს დაბომბვისას კი რაიონის ,სულ მცირე, სამი მცხოვრები დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S