აშშ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოების ხუთჯერ გაზრდას გეგმავს
11/08/2023 11:01:44 მსოფლიო
შეერთებული შტატები აპირებს, რამდენჯერმე გაზარდოს 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინის იარაღით დახმარების ფონზე,– ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოების სწრაფი ზრდა 2022 წლის თებერვალში 14000 ერთეულიდან თვეში დაახლოებით 24000 ერთეულამდე.
”ჩვენ ვგეგმავთ, მომდევნო წლის განმავლობაში თვეში 80 ათასზე მეტი ჭურვის წარმოებამდე მივაღწიოთ”, - თქვა რაიდერმა და დასძინა, "მიუხედავად იმისა, რომ ეს მარაგი უსაზღვრო არ არის, პენტაგონი კმაყოფილია მარაგების დონით, ასევე შესაძლებლობით, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამ საკითხზე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში".
ამასთან, გენერალმა თქვა, რომ "რაც შეეხება კასეტურ საბძოლო მასალას, ამან უკრაინელებს საშუალება მისცა გააგრძელონ მტერთან ბრძოლა. ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ისინი ამ იარაღს სწორად იყენებენ ბრძოლის ველზე, როგორც დაგვპირდნენ".
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად და სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - შეაჯამა გენერალმა.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწია ბულგარეთთან და სამხრეთ კორეასთან უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.


