
მაკრონი: "რუსეთი ნატო–ს მტერი არ არის"
29/11/2019 11:39:13 სხვა, მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ალიანსის მტერი რუსეთი არ არის.
"ჩვენი მტერი დღეს რუსეთია როგორც ეს დროდადრო მესმის? ჩინეთია? ნატო–ს მიზანი ისაა, რომ მათ მტრები უწოდოს? მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენი საერთო მტერი დღეს ტერორიზმია, რომელმაც ჩვენს ყველა ქვეყანას მიაყენა დარტყმა",– განაცხადა მაკრონმა ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, იგი დღესაც ერთგულია მის მიერ 7 ნოემბერს ნათქვამი სიტყვებისა, რომლის თანახმად, "ნატო–ს ტვინი მკვდარია".
ცნობისთვის: მაკრონის 7 ნოემბრის განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნების რიგი ლიდერების გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც დაგმო.
„ნატო–ს ტვინი მკვდარი არ არის. ევროპული ერთიანობა ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ვერ ჩაანაცვლეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ 3-4 დეკემბერს ლონდონში ნატო-ს ლიდერების სამიტია დაგეგმილი, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს ეძღვნება.