Accentnews.ge
მამუკა მდინარაძის ოფისთან ინციდენტი მოხდა

მამუკა მდინარაძის ოფისთან ინციდენტი მოხდა

29/11/2019 12:07:09 სხვა, საზოგადოება

მმართველი გუნდის წევრ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში, დეპუტატის ოფისთან ინციდენტი მოხდა. ადგილზე მოძრაობა "გაბედეს" წევრები მივიდნენ მონეტებით, თუმცა როგორც მოძრაობის წევრი მიშა ქუმსიშვილი აცხადებს, მათ "ქართულმა ოცნებამ" ადგილზე აქტივისტები დაახვედრა. 

ადამიანების ჯგუფი, რომელიც "გაბედეს" წევრებს ბიუროსთან დახვდნენ, ითხოვდნენ, აქციის მონაწილეებს აეხსნათ, რას აპროტესტებე. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. "გაბედეს" წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა არაფერი გააკეთეს სიტუაციის გასანეიტრალებლად.

ამასთან, როგორც "გაბედეს" წევრები განმარტავენ, მათ ადგილზე ვერცხლის სიმბოლური მონეტები მიტანეს საკუთარი პროტესტისა და პოზიციის დასაფიქსირებლად, რომ „დეპუტატებმა 41 ვერცხლად“ გაყიდეს ქვეყანა". 

"ბიძინა ივანიშვილის ფულის გამო ყველაფერს ჩაანაცვლებენ, ყველანაირ სახელმწიფოებრივ ინტერესზე იტყვიან უარს", - განაცხადა "გაბედეს" წევრმა და დასძინა, რომ მსგავსი პერფორმანსი "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატის ბიუროსთან გაიმართება. 

განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ: 

„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდით, დიტო სამხარაძემ, ჩვენმა კოლეგამ რამდენიმე წუთით ადრე დაპოსტა ფეისბუქში, რომ თურმე მათ სულიერ და ისედაც ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს უბრძანებია, მდინარაძე მაგრად გვირტყამს და იქნებ შეავიწროვოთო და ბრძანება შესრულდა უმოკლეს დროში - მოვარდნენ, ციფრი 41 ხომ აშინებთ, ტანში ზარავთ ამ 41-ის გაგონებაზე, ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ აქ ვარ, სხდომაზე ბევრი საქმე გვაქვს ძალიან.

ეს არის მარგინალური ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. იყო ინფორმაცია, რომ მე უნდა შემავიწროვონ. ვერასდროს ვერ შემავიწროვებს ვერც მე და ვერც ვერავის მიხეილ სააკაშვილი, მაგის პირობას გაძლევთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S