მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა
13/08/2023 08:06:36 თავდაცვა
საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები დასამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარესდა დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.