
სომხეთში ავარიას 11 ადამიანი ემსხვერპლა
14/08/2023 09:01:20 კავკასია
ერევანი-გიუმრის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაუღუპა, დაშავდა ექვსი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, Volkswagen-ის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი ЗИЛ-ის მარკის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. იუწყებიან, რომ მიკროავტობუსის მგზავრები თურქეთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც "დასავლეთ სომხეთის ისტორიული ადგილები მოინახულეს".
გიუმრის სამედიცინო ცენტრის ცნობით, კლინიკაში თავდაპირველად 6 დაშავებული მოათავსეს.
როგორც იტყობინებიან, უკიდურესად მძიმეა 5 დაშავებულის ჯანმთელობის მდგომარეობა.