
ლატვიის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
14/08/2023 12:26:59 მსოფლიო
ლატვიის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარინში თანამდებობას ტოვებს.
„ხუთშაბათს პრეზიდენტს ჩემი და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ განცხადებას წარვუდგენ“, - განაცხადა მან პრეს–კონფერენციაზე.
კრიშიანის კარინშის ინფორმაციით, მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია "ახალი ერთობა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატურის არჩევას ოთხშაბათს გეგმავს.
ცნობისთვის: ჯერ კიდევ პარასკევს კრიშიანის კარინში აცხადებდა, რომ ახალ მთავრობას შექმნიდა და მის სათავეში დარჩებოდა.