Accentnews.ge
შოლცი: საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული

შოლცი: საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული

14/08/2023 12:54:10 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული. ამის შესახებ მან გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეიზერის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს, შოლცმა დადებითი პასუხი გასცა.

შოლცის განცხადებით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება იყოს უზრუნველყოფილი.

ცნობისთვის: გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო, თუმცა ზედა პალატამ – ბუნდესრატმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S