
"NATO შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს"
29/11/2019 14:29:03 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდება.
"NATO (და მე) ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩიხიდან გამოსასვლელად არის დიალოგი. მოხარული ვარ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი და დინამიური დემოკრატია და კონსენსუსის მიღწევის გზით ეს კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს", — წერს აპატურაი სოციალურ ქსელში.