Accentnews.ge
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ

15/08/2023 09:02:10 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს.

„სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების – ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 8 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S