
ბრიტანეთის ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებს
29/11/2019 16:12:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის ხილვა ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის ამ ქვეყანაში. ამას ვამბობ, როგორც საქართველოს საერთაშორისო მეგობარი. ასევე მაქვს გრძნობა, რომ საქართველოს მოსახლეობასაც სურს დიალოგის ხილვა. თუ აღნიშნული შეხვედრა იქნება დასაწყისი გულწრფელი და ნამდვილი დიალოგისთვის, ეს საქართველოს წინ წაწევს“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და 30 ნოემბერს შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.