Accentnews.ge
"არაფერი მოგვცეს" – ჩეჩენმა აქტივისტებმა ვიდეო გამოაქვეყნეს უკრაინაში მყოფი "კადიროველების" პრეტენზიებით

"არაფერი მოგვცეს" – ჩეჩენმა აქტივისტებმა ვიდეო გამოაქვეყნეს უკრაინაში მყოფი "კადიროველების" პრეტენზიებით

15/08/2023 09:40:40 კავკასია

ოპოზიციურმა ჩეჩნურმა ტელეგრამ–არხმა NIYSO–მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ, "კადიროველები" საბრძოლო მოქმედებების ზონაში არასაკმარისი მარაგის გამო ჩივიან. როდის და სად გაკეთდა ჩანაწერი, ზუსტად უცნობია. გროზნოში ჩეჩენი მებრძოლების პრეტენზიებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კადრში ჩანს რვა მებრძოლი. ერთ-ერთი მათგანი თავს 408-ე თავდასხმის ასეულის მეთაურად წარადგენს. ვიდეო იწყება მოწოდებით, „ძვირფასო რამზან ახმატოვიჩ“ და მთავრდება ლოზუნგით „ახმატი ძალაა“.

"ჩემთან ბევრი ვაინახია. ჩვენ სამხრეთ დონეცკის მიმართულებაზე ვიმყოფებით. ორ საათში ვაპირებთ შტურმს ერთ სოფელზე. გვჭირდება თქვენი დახმარება. ხელმძღვანელობამ არ დამრთო ნება, მეთქვა [ვიდეოზე], ზუსტად სადაც ვართ. ჩვენს დანაყოფში გარდა სამი-ოთხი ყუმბარმტყორცნისა, არანაირი მსხვილი კალიბრის იარაღი არ არსებობს. სხვა არაფერი მოგვცეს... ღვთის გულისთვის, დაგვეხმარე შენი იარაღით“, - ამბობს მებრძოლი კამერასთან.

უკრაინაში, ივლისის ბოლოსთვის, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 700 ან 800-მდე ჩეჩენი სამხედრო დაიღუპა ან დაიკარგა. ამის შესახებ უკრაინისთვის მებრძოლი შეიხ მანსურისს სახელობის ჩეჩნური ბატალიონის ყოფილმა პრესმდივანმა ისლამ ბელოკიევმა განაცხადა.

კრიზისული ჯგუფის „SK SOS“–ის უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში იძულებითი გაგზავნა კადიროვის ჩეჩნეთში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამისათვის ადამიანებს აკავებენ სხვადასხვა საბაბით და ემუქრებიან სისხლის სამართლის საქმეებით ან წამებით.

ჯამში, გროზნოს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთიდან 29000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნეს.

მედია ხშირად იუწყება "კადიროველებსა" და რუსეთის არმიის სხვა სამხედროებს შორის შეიარაღებული ინციდენტების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S