Accentnews.ge
წითელ ღვინოზე მოთხოვნის შემცირების გამო, ფრანგი მეღვინეები იძულებით ჩეხენ ვენახებს

წითელ ღვინოზე მოთხოვნის შემცირების გამო, ფრანგი მეღვინეები იძულებით ჩეხენ ვენახებს

15/08/2023 12:08:11 მსოფლიო

საფრანგეთის ბორდოს რეგიონში მეღვინეები ათასობით ჰექტარზე გაშენებული ვენახების გაჩეხვას აპირებენ მოთხოვნის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების გამო,– წერს Politico.

ბორდო ცნობილია, როგორც საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი საკვანძო რეგიონი, რომლის პროდუქციაც ძალიან ფასობს. მაგრამ წითელი ღვინის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირების, ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირების და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების ხარჯების ზრდის ფონზე, ადგილობრივი მწარმოებლები იწყებენ ნარგავების შემცირებას. მაგრამ წითელი ღვინის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირების, ასევე ჩინეთიდან მოთხოვნის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების ხარჯების ზრდის ფონზე, ადგილობრივი მწარმოებლები ნარგავების შემცირებას იწყებენ.

საფრანგეთში წითელი ღვინის მოხმარების კლების ტენდენცია ათ წელზე მეტია, გრძელდება. ელიტარული ჯიშები კვლავ პოულობენ მყიდველებს, მაგრამ მოთხოვნა უფრო ფართოდ ხელმისაწვდომ წითელ ღვინოზე შემცირდა. შედეგად, ფასებიც დაეცა. ბევრი მევენახისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდა ვენახის ფართობის შემცირება და კომპენსაციის მიღება.

საფრანგეთი ახლა იწყებს სპეციალურ სუბსიდირების პროგრამას მეღვინეებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, თავიანთ მიწის ნაკვეთებზე სხვა კულტურები მოაშენონ, ხოლო გაუყიდველი ღვინო სხვა პროდუქტად აქციონ. თითო ჰექტარზე დაახლოებით 6000 ევროს მიღება იქნება შესაძლებელი.

ჟირონდის დეპარტამენტში უკვე დარეგისტრირებულია 1000-ზე მეტი წინასწარი განაცხადი. ამ მეღვინეების დაახლოებით მესამედი გეგმავს ყურძნზე უარის თქმას, დანარჩენი კი - წარმოების შემცირებას და უმაღლესი ხარისხის ღვინოებზე გადართვას, რაც, შესაბამისად, უფრო ძვირად გაიყიდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში ბორდოს წითელ ღვინოებზე ფასები ბოლო 5 წლის საშუალო ფასებთან შედარებით 21%-ით დაეცა. ამასთან, თეთრ ღვინოზე ფასები ოდნავ გაიზარდა.

კორონავირუსის პანდემიამდე ჩინეთი იყო მთავარი საექსპორტო მიმართულება, მაგრამ 2020 წლიდან შეწყვიტა ღვინის ყიდვა. ჩინეთთან ვაჭრობა განახლდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღწევია უწინდელი დონისთვის.

2021 წელს ფრანგმა მეღვინეებმა გამოაცხადეს წარმოების „ისტორიულად დაბალი“ მოცულობა არახელსაყრელი გარემოებების ერთობლიობის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S