Accentnews.ge
"ლეხ კაჩინსკი NATO-ს გაფართოებას უჭერდა მხარს, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, მაშინ მას არ მოუსმინეს, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ იგი მართალი იყო"

"ლეხ კაჩინსკი NATO-ს გაფართოებას უჭერდა მხარს, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, მაშინ მას არ მოუსმინეს, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ იგი მართალი იყო"

16/08/2023 05:43:58 პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, " ქვეყნის ექს–პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი NATO-ს გაფართოებას უჭერდა მხარს, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, მაშინ მას არ მოუსმინეს, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ იგი მართალი იყო". ამის შესახებ მან პოლონეთის არმიის დღეს მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ზუსტად 3 დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსული აგრესიის დროს თბილისში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული სიტყვიდან, იმ მომენტში, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს მოუწოდა ერთიანობისკენ და რუსეთი იმპერიული მცდელობებისთვის წინააღმდეგობისკენ. მან ისინი გააფრთხილა: “დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, და შემდეგ, ალბათ, ჩემი ქვეყნის დროც იქნება, პოლონეთის!”. ეს სიტყვები ძალიან კარგად გვახსოვს. პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, NATO-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, რაც ჩვენი მთლიანი რეგიონისთვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, მას მაშინ არ მოუსმინეს. მას თავს დაესხნენ, საშინლად დასცინოდნენ, მისი იდეები უარყვეს. მაგრამ იგი მართალი იყო. ისტორიამ ეს დაადასტურა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს”, - განაცხადა დუდამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S