
ცხინვალმა პატიმრობა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს შეუფარდა
29/11/2019 16:27:53 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს შეუფარდა.
ოსური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკართან 21 ნოემბერს დააკავეს. მას დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთასა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდას" ედავებიან.
ოსური მედიის ცნობით, დაკავებულს თან 9 გრამი მარიხუანა ჰქონდა. დღეს დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.